ტოპ 10: ყველაზე სასარგებლო ტკბილეული


ტკბილეული ძალიან ბევრს უყვარს, მაგრამ უმეტესობამ არ იცის, თუ რა სასარგებლოა ის
ორგანიზმისთვის. ნიუსში გაიგებთ 10 ყველაზე გემრიელი ტკბილეულის სარგებლიანობის შესახებ.

10) ხილი და კენკრა.ისინი შეიცავს უამრავ ვიტამინს, მიკროელემენტებს, მინერალურ მარილებსა და
ანტიოქსიდანტებს,რომლებიც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის.
მათთვის, ვისაც სურთ წონაში დაკლება ხილი და კენკრა საუკეთესო დამხმარეა.

 

9) ლერწმის შაქარი. ის ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. შეიცავს მიკროელემენტებს.

8) მურაბა (ჯემი). ვიტამინებისა და მინერალების ”საწყობი”. განსაკუთრებით სასარგებლოდ ითვლება ჟოლოს, კომშის, შინდის და კაკალის მურაბები.

7) ცუკატი (დაშაქრული ხილი). ნატურალური პროდუქტი, რომელიც შეიცავს მრავალ ორგანიზმისთვის
ძვირფას ვიტამინს. ცუკატს შესწევს ძალა გააუმჯობესოს მეხსიერება და დაეხმაროს მას უკეთ
ფოკუსირებაში, გაათავისუფლოს დაღლილობისგან და შეინარჩუნოს ნერვები კონტროლის ქვეშ.
თუმცა, ის დაბალკალორიულობითაც გამოირჩევა.

 

6) ხალვა.ის არის არა მხოლოდ ძალიან გემრიელი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზმისთვის
ხალვა ძალიან კარგად მოქმედებს კანის მდგომარებასა და გულსისხლძარღვთა სისტემის
გაძლიერებაზე. საიდუმლო არ არის, რომ ის გამოიყენება კოსმეტიკური მიზნებისთვის.

5) თაფლი. შეიცავს იმავე რაოდენობის კალორიებს, რამდენსაც შაქარი, თუმცა თაფლი არის უფრო
ტკბილი. მაგალითად: თუ თქვენ ჩაისთვის გამოიყენებთ 2 კოვზს შაქარს, იმავე რაოდენობის ჩაის
დასატკბობად საკმარისი იქნება მხოლოდ 1 კოვზი თაფლი. 100 გრ თაფლში არის მაგნიუმის,
მანგანუმის და რკინის ყოველდღიური ნორმა.

4) მარმელადი. ეს ძალიან სასარგებლო და მავდროულად უგემრიელესი პროდუქტია, რომელიც
ამცირებს ქოლესტერინს და ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისუფლებს. ის ძალიან კალორიულია.

3) პასტილა (გახეხილი და შაქართან ერთად მოხარშული ხილისაგან მომზადებული ცომისებური
ტკბილეული). ამ ტკბილეულის ”გონივრული” რაოდენობით მიღება, ფიგურას არ ვნებს. მას, ისევე
როგორც მარმელადს შეუძლია ორგანიზმში შეამციროს უარყოფითი ეფექტები.

 

2) ზეფირი. სხვა ტკბილეულთან შედარებით ბევრად ნაკლებ კალორიებს შეიცავს. აძლიერებს
კუნთების ქსოვილს.

1) შავი შოკოლადი. მასში ცოტა კალორიაა, მაგრამ ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერებები,
როგორიცაა: ანტიოქსიდანტები, ფლავონოიდები, კალციუმის, ცილა, რკინა, მაგნიუმი და
ვიტამინები.

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s